100 .

მთელი დღის განმავლობაში ყველანაირი აზრი ერთად რომ გიტრიალებს თავში, მაგ დროს ზოგადად რას აკეთებს ხოლმე ადამიანი, არ ვიცი.

100. ჰო, რაღაც სიმბოლურობის ‘პიკია’, მგონი. ნუ, ვისთვის – როგორ.

ზედმეტად ემოციურობა ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო ისედაც ყოველთვის. სულ მგონია ამ ბოლო დროს, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველაფრის მოყოლას არანაირი აზრი არ აქვს. ადამიანები მაინც ისე იგებენ ყველაფერს, როგორც თავიანთი გადმოსახედიდან ხედავენ. როგორც სურთ. როგორც აწყობთ.

ადრე მითხრეს, ის რაც კარგი გაქვს, ყველასთვის ნუ იქნება, მხოლოდ ერთეულებს დაანახვე და მეტად დაგიფასდება, დამიჯერეო. იმდენად ‘გავითავისე’ ეს ფრაზა, რომ ზედმეტებში გადამდის, მგონი, უკვე საკუთარი თავის ასეთი ცვლილებები. ყოველთვის ვიმეორებდი და ვუმეორებდი სხვებსაც, ადამიანები არ იცვლებიან-მეთქი. იმდენჯერ ვიმეორებდი ამას, რომ ბოლოს სხვების მაგივრად მე თვითონ დავიჯერე.

ძნელი ყოფილა, რომ უყურებ ‘სხვას’ და ატყობ, როგორ იცვლება. მერე საკუთარ თავში ეძებ მიზეზებს, საკუთარ თავს აბრალებ ყველაფერს, საკუთარ თავს ადანაშაულებ, რომ ეს ყველაფერი მოხდა. ჰო, ეს ეტაპიც გავიარე, უბრალოდ, ახლა ვეღარ ვხვდები ხოლმე ხშირად, რა უნდა ვიგრძნო. თითქოს ვინმესგან ბიძგი და ხელის კვრა მჭირდება ნაბიჯის წინ გადასადგმელად. იმისთვის, რომ ერთ ადგილს არ ვტკეპნიდე მთელი ცხოვრება და ცოტა სხვა მხრიდანაც შევხედო ბევრ რაღაცას.

დოსტოევსკის უთქვამს, “არც ერთი გადადგამს პირველ ნაბიჯს, რადგან ორივე ფიქრობს, რომ ეს არ არის ორმხრივი”-ო .. ჰოდა მართლა ასეა ეს.

ვიცი, იფიქრებთ, საერთოდ რა შუაში იყო ახლა ეს ყველაფერი სათაურთან , რა შუაში იყო დოსტოევსკი, ეს ‘ბრძნული’ ფრაზები, ემოციურობა, ცვლილებები , ან საერთოდ რატომ დავწერე ეს ყველაფერი …

გამგები გაიგებს.

 

2089

… და მაინც – იმედი, რომელიც არასდროს კვდება

ერთმა უკარგესმა გოგომ მითხრა ახლა: “ტკივილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ თავად ცხოვრება ტკივილი არ არის”-ო. როცა საკუთარ თავში ოდნავ მაინც ეჭვი შემეპარება ხოლმე, ყოველთვის გამახსენდება ეს სიტყვები.

მგონია, რომ ჩემ გარშემო ყველა და ყველაფერი იცვლება წამიერად და მერე ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მე კი ვერ ვიმახსოვრებ მათ “წამიერად შეცვლილ სახეებს”. მგონია, სწორედ ეგ სახეებია ნამდვილი.

სიახლეების შიში მაქვს ამ ბოლო დროს. არადა ყოველთვის მეგონა, რომ ყველაფერ ახალს ადვილად ვეჩვეოდი. მეშინია, რომ რაღაც ისე ვერ გამომივა და მერე მთელი ცხოვრება მაგ ერთ შეცდომაზე უნდა ვიფიქრო.

 

.. მაგრამ. იმედი რომ არ არსებობდეს, ადამიანიც ვერ იარსებებდა. ხომ ასეა?!

იმედი – ბედნიერებაა. ერთი ჩვეულებრივი დღის წარმოდგენა რომ სცადოს ადამიანმა მაგის გარეშე, არ ვიცი, მგონი, წარმოდგენაც კი გაუჭირდება.

იმედი ღიმილიცაა, შეიძლება, ხშირად გულის სიღრმეში, ისე, რომ გარეგნულად ვერ შეგატყობს ვერავინ, მაგრამ მთავარია, მაინც არის.

502d2e977ef2ce00962f08f939a48321

ყველას გვაქვს ჩვენი სამყარო. ისეთი, სადაც ვერავის ვუშვებთ ბოლომდე.

ისეთი სამყარო, სადაც ვერავინ ვერაფერს გვიშლის.

იმ სამყაროში ხომ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებიც სინამდვილეში – ზედმეტი ემოციებისა და სიყალბის გარეშე. 

„მთვარესაც მოვბეზრდით – ყოველ ღამე აღარ ამოდის“

ვინ დათვლის, ღამე რამდენ ტკივილს ინახავს.

ახლა შენთვისაც ღამეა, უბრალოდ, ყოველი ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს ამ სიტყვას.

“ყოველ ღამე, იქამდე სანამ ჩაგვეძინება, დიდხანს ვფიქრობთ სწორედ იმაზე, რისი დავიწყებაც ყველაზე მეტად გვინდა.”

ღამე ზოგისთვის ფერადია, ზოგისთვის შავ-თეთრი, ზოგისთვისაც კი – სულ შავი. აი, ვინც ამ უკანასკნელს მიეკუთვნება, მისთვის ასმაგად რთული მგონია ყველაფერი. მას მილიონჯერ უფრო მეტად სტკივა ყოველ ღამე თითოეული მოგონება …

მერე, რა, თუ რასაც იხსენებს ადამიანი – კარგი გასახსენებელია. ყველაფერი მტკივნეულია წარსულში დაბრუნებისას. სასიამოვნოდ რაც გახსენდება, ის გაცილებით უფრო მეტად გტკივა. რომ ვეღარ აბრუნებ იმ დროს, მაგ მომენტში გგონია, რომ სადაცაა გული ამოგივარდება, სუნთქვა გიხშირდება და ფიქრობ, რომ დედამიწაზე ყველა და ყველაფერი აზრს კარგავს.

1919397_1732491346966898_1537284763920580475_n

და აი, მაშინ, როცა ზუსტად ეგ წუთი დადგება შენს ცხოვრებაში, გაიხსენე, რომ ისევ დაიწყება მალე ახალი დღე.

ისევ გაფერადდება ყველაფერი.

ისევ დაიწყებ პოზიტიურად ფიქრს.

ისევ გაიღიმებ! რადგან “არაფერი ისეთი გადამდები არაა, როგორც გულწრფელი ღიმილი!” ❤

ჰოოოდა, ნუ შეგაშინებს ღამე. ხშირად ეგეც აუცილებელია ფიქრისთვის. მერე, რა, თუ შუა ღამეს მიღებული გადაწყვეტილებები გამთენიისას ძალას კარგავენ.

უბრალოდ – გაიღიმე, გზა განაგრძე და ეცადე, უკან რაც შეიძლება ნაკლებად მიიხედო.

Waltz

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ დღესაც უცნაურმა გრძნობამ გააღვიძა.

მისი ცხოვრება ვალსს ჰგავდა – რიტმულს, გულში ჩამწვდომს, მაგრამ ამავდროულად თავშეკავებულსა და გაწონასწორებულს.

ოდნავ მორცხვიც იყო.

საინტერესოა, როგორ ახერხებს ადამიანი, ან ახერხებს თუ არა ვინმე, ყველა კარგ თვისებას თავი მოუყაროს და მთელი ცხოვრება მოუფრთხილდეს. ყოველი წამი წინასწარ განსაზღვროს. მუდამ მომღიმარი იყოს. არასდროს დაანახოს სხვას საკუთარი ცუდი ხასიათი და თუ ოდესმე დადგება წუთი, როცა იგრძნობს, რომ გულში აღარ ეტევა ამდენი ემოცია – გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც “ზღაპრებს” კი არ მოუყვება და კი არ ეტყვის, რომ ყველაფერი იდეალურადაა , არა! უბრალოდ, ეტყვის, რომ შეიძლება, ყველაფერი არაა ისე, როგორც უნდა იყოს, მაგრამ დაპირდება, რომ მთელი ცხოვრება მის გვერდით იქნება.

ეს შვებაა. იმხელა შვებაა სიტყვებით რომ ვერასდროს გამოხატავს ვინმე.

გაუკვირდა. თავში იმდენი აზრი უტრიალებდა, რომ ჯერ კიდევ ვერ მიეღო გადაწყვეტილება.

ნელა წამოდგა, საწოლის კუთხესთან აპირებდა დაჯდომას. გადაიფიქრა. ადგა, ფანჯარა გამოაღო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. იგრძნო, ოდნავ ცივმა ნიავმა როგორ გაიარა მთელ ტანში და თავისდაუნებურად, გაუცნობიერებლად, გული აუჩქარდა. შემოდგომა განსაკუთრებულად უყვარდა. ბევრი რამ გაახსენა, ვეღარ აკონტროლებდა ემოციებს, მაგრამ .

იმ წამს უზომოდ დიდ ბედნიერებას გრძნობდა.

ცხოვრება ხომ ზუსტად ამისთვის ღირს, დატკბე ყოველი წამით!

6d754cba6f030d77a56826e4898e1249

 

პირველი. ანუ, როგორც იწყება ხოლმე ყველაფერი.

9 სექტემბერი. ჰო, ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული.

მე ნანაკო ვარ. აწ უკვე თსუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. 25 აგვისტოს მერე, შეიძლება, ითქვას, ძირფესვიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მეც შევიცვალე, ახლა ყოველ წამს, ვცდილობ, უფრო მეტად გავუფრთხილდე, საინტერესო მომენტები ისე დავიმახსოვრო, რომ ვერასდროს ვერავინ შეძლოს მისი “წართმევა”. ყოველწამიერად ვგრძნობ უდიდეს ბედნიერებას, თსუ მართლა ბედნიერებაა.

უცნაური ხარო, ბევრს გაუფიქრია ჩემზე, ვიცი, ოღონდ არასდროს არავინ აკონკრეტებს, დადებითად ამბობს ამ ყველაფერს, თუ პირიქით. მაგასაც შევეჩვიე. სხვანაირი რომ ვარ, მეც ვატყობ. უბრალოდ, ადამიანებს ის არ ესმით, რატომ ვარ ყოველთვის ასეთი, რატომ ცვდილობ, ყოველთვის ჯერ დადებითი დავინახო ადამიანში და შემდეგ სხვა დანარჩენი. რატომ გამოვხატავ პოზიტივს. რატომ მსიამოვნებს, როცა მილიონჯერ შემიძლია ვთქვა მილიონი თბილი სიტყვა და არ მომბეზრდეს. ყოველწამიერად მიჩნდება ხოლმე იმედი, რომ დედამიწაზე ასეთი ხალხი კიდევ არსებობს, ვისაც არ ‘ეზარება’ სიყვარულის გამოხატვა. ეზარება კი არა – ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

მოკლედ, ასე. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის 1 თვე დამჭირდა ფიქრისთვის, დამეწყო თუ არა ისევ წერა, მაინც .. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ❤