100 .

მთელი დღის განმავლობაში ყველანაირი აზრი ერთად რომ გიტრიალებს თავში, მაგ დროს ზოგადად რას აკეთებს ხოლმე ადამიანი, არ ვიცი.

100. ჰო, რაღაც სიმბოლურობის ‘პიკია’, მგონი. ნუ, ვისთვის – როგორ.

ზედმეტად ემოციურობა ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო ისედაც ყოველთვის. სულ მგონია ამ ბოლო დროს, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველაფრის მოყოლას არანაირი აზრი არ აქვს. ადამიანები მაინც ისე იგებენ ყველაფერს, როგორც თავიანთი გადმოსახედიდან ხედავენ. როგორც სურთ. როგორც აწყობთ.

ადრე მითხრეს, ის რაც კარგი გაქვს, ყველასთვის ნუ იქნება, მხოლოდ ერთეულებს დაანახვე და მეტად დაგიფასდება, დამიჯერეო. იმდენად ‘გავითავისე’ ეს ფრაზა, რომ ზედმეტებში გადამდის, მგონი, უკვე საკუთარი თავის ასეთი ცვლილებები. ყოველთვის ვიმეორებდი და ვუმეორებდი სხვებსაც, ადამიანები არ იცვლებიან-მეთქი. იმდენჯერ ვიმეორებდი ამას, რომ ბოლოს სხვების მაგივრად მე თვითონ დავიჯერე.

ძნელი ყოფილა, რომ უყურებ ‘სხვას’ და ატყობ, როგორ იცვლება. მერე საკუთარ თავში ეძებ მიზეზებს, საკუთარ თავს აბრალებ ყველაფერს, საკუთარ თავს ადანაშაულებ, რომ ეს ყველაფერი მოხდა. ჰო, ეს ეტაპიც გავიარე, უბრალოდ, ახლა ვეღარ ვხვდები ხოლმე ხშირად, რა უნდა ვიგრძნო. თითქოს ვინმესგან ბიძგი და ხელის კვრა მჭირდება ნაბიჯის წინ გადასადგმელად. იმისთვის, რომ ერთ ადგილს არ ვტკეპნიდე მთელი ცხოვრება და ცოტა სხვა მხრიდანაც შევხედო ბევრ რაღაცას.

დოსტოევსკის უთქვამს, “არც ერთი გადადგამს პირველ ნაბიჯს, რადგან ორივე ფიქრობს, რომ ეს არ არის ორმხრივი”-ო .. ჰოდა მართლა ასეა ეს.

ვიცი, იფიქრებთ, საერთოდ რა შუაში იყო ახლა ეს ყველაფერი სათაურთან , რა შუაში იყო დოსტოევსკი, ეს ‘ბრძნული’ ფრაზები, ემოციურობა, ცვლილებები , ან საერთოდ რატომ დავწერე ეს ყველაფერი …

გამგები გაიგებს.

 

2089