Waltz

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ დღესაც უცნაურმა გრძნობამ გააღვიძა.

მისი ცხოვრება ვალსს ჰგავდა – რიტმულს, გულში ჩამწვდომს, მაგრამ ამავდროულად თავშეკავებულსა და გაწონასწორებულს.

ოდნავ მორცხვიც იყო.

საინტერესოა, როგორ ახერხებს ადამიანი, ან ახერხებს თუ არა ვინმე, ყველა კარგ თვისებას თავი მოუყაროს და მთელი ცხოვრება მოუფრთხილდეს. ყოველი წამი წინასწარ განსაზღვროს. მუდამ მომღიმარი იყოს. არასდროს დაანახოს სხვას საკუთარი ცუდი ხასიათი და თუ ოდესმე დადგება წუთი, როცა იგრძნობს, რომ გულში აღარ ეტევა ამდენი ემოცია – გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც “ზღაპრებს” კი არ მოუყვება და კი არ ეტყვის, რომ ყველაფერი იდეალურადაა , არა! უბრალოდ, ეტყვის, რომ შეიძლება, ყველაფერი არაა ისე, როგორც უნდა იყოს, მაგრამ დაპირდება, რომ მთელი ცხოვრება მის გვერდით იქნება.

ეს შვებაა. იმხელა შვებაა სიტყვებით რომ ვერასდროს გამოხატავს ვინმე.

გაუკვირდა. თავში იმდენი აზრი უტრიალებდა, რომ ჯერ კიდევ ვერ მიეღო გადაწყვეტილება.

ნელა წამოდგა, საწოლის კუთხესთან აპირებდა დაჯდომას. გადაიფიქრა. ადგა, ფანჯარა გამოაღო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. იგრძნო, ოდნავ ცივმა ნიავმა როგორ გაიარა მთელ ტანში და თავისდაუნებურად, გაუცნობიერებლად, გული აუჩქარდა. შემოდგომა განსაკუთრებულად უყვარდა. ბევრი რამ გაახსენა, ვეღარ აკონტროლებდა ემოციებს, მაგრამ .

იმ წამს უზომოდ დიდ ბედნიერებას გრძნობდა.

ცხოვრება ხომ ზუსტად ამისთვის ღირს, დატკბე ყოველი წამით!

6d754cba6f030d77a56826e4898e1249

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s