საუკუნის ისტორია

“დღეს იხსნება ქართული უნივერსიტეტი!” – ეს სიტყვები გაზეთ “სახალხო საქმის” პირველ გვერდზე 1918 წლის 26 იანვარს დაიბეჭდა.

27625323_412192772568550_7362017152443127488_o

უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. ამავე საუკუნის სამოციან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე ახალი თაობა გამოვიდა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით და სწორედ ამ დროიდან დაიწყო ბრძოლა უნივერსიტეტის შექმნისთვის. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კი ამ ყველაფრის ორგანიზატორი პეტერბუგის უნივერსიტეტის აღზრდილი – ივანე ჯავახიშვილი გახდა.

უამრავი პრობლემის მიუხედავად, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს, ახალი სტილით – 8 თებერვალს, გაიხსნა! პირველ რექტორად თავად ივანეს დანიშვნა უნდოდათ, მაგრამ მისი სასტიკი უარის შემდეგ პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია. დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის, სახელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1989 წელს მიენიჭა. თანადამფუძნებლები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე და სხვ.

მას შემდეგ 100 წელი გავიდა. პრობლემებით, უსამართლობით, მაგრამ ამავე დროს უდიდესი სიამაყით და სიყვარულით სავსე 100 წელი!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული ჩემი ისტორია კი სულ რაღაც 2 წლის წინ დაიწყო, 2016 წელს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ აბსოლუტურად ყველაფერს  შორიდან ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი და ვერ ვიაზრებდი ბოლომდე, ეს თეთრი კედლები რეალურად რამხელა ისტორიას ატარებდა.

როცა ჩემს უნივერსიტეტზე ვსაუბრობ, განსაკუთრებით დღეს (!), ვერასდროს ვამახვილებ ყურადღებას უფრო მეტად უარყოფით ფაქტორებზე და ამის გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან უკმაყოფილება და აგრესიაც კი მიგრძვნია. ვფიქრობ, მუდმივად ცუდზე, მუდმივად პრობლემებზე ლაპარაკი ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, თუ მაგ ყველაფერთან ერთად გარკვეული დოზით დადებითიც არ ვთქვით . . .

იმ წლებიდან მოყოლებული, ყველამ იცოდა, რომ ეს ადგილი გახდებოდა ცოდნის პირველი ტაძარი, უმაღლესი განათლების კერა ამიერკავკასიაში. სხვადასხვა ნივთების გარდა საძირკველში დიდი ქვა ჩაატანეს, სადაც ეწერა: “საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშე მყოფობის დროს რუსეთის ხელმწიფის, ნიკოლოზ II-ის მეფობისას 1900 წლის 14 ოქტომბერს თავადაზნაურთა საზოგადოებისგან ჩაყრილ იქმნა საძირკველი ამა შენობისა ქართველთა მოსწავლეთათვის.”

 

ძნელია, ამხელა წარსულის მქონე უნივერსიტეტში სწავლობდე და იმ ბედნიერებას არ გრძნობდე, რასაც ყოველ წამიერად ვგრძნობ იქ ყოფნისას განსაკუთრებით. ჩემი ამბავი ჯერ მხოლოდ 2 წელს მოიცავს და ვფიქრობ, მთავარი ახლა იწყება. რამდენიმე წლის შემდეგ მინდა, რომ უფრო დიდი სიამაყით ვილაპარაკო უნივერსიტეტზე, უფრო ბევრი (და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტი დადებითი) მქონდეს სათქმელი და მხოლოდ წარსულის უდიდეს საგანძურს არ ვებღაუჭებოდე. მინდა, ის მთავარი პრობლემები, რაც ამჟამად არის, შეძლებისდაგვარად მაინც მოგვარდეს და როცა ისევ უდიდესი ემოციით დავიწყებ ამ თემაზე ლაპარაკს, აღარავინ მითხრას, რომ ქებას არსებულ დაბრკოლებებზე ყურადღების გამახვილება ჯობია.

ჭიშკართან მდგარი თვალებგაბრწყინებული შევხედავ მუდამ ამაყად მდგარ თეთრ შენობას, რომელიც მხოლოდ “შენობა” არაა და ვერც ვერასდროს იქნება! 

ყოველთვის ბედნიერი ვივლი იმ ეზოში, რომელსაც განსაკუთრებულად უხდება მზე . . . და ყოველთვის სიამაყით გამოვაღებ იმ დიდ, მძიმე კარს, რომელიც ხშირად მეც თან გამომიყოლებს ხოლმე. :დ 


მადლობა, თსუ! 

უბრალოდ, დიდი მადლობა !!! 💙

27748149_10155132560707233_2646928205732171312_o

Advertisements

გზა, რომელიც შენამდე მოდის

ტრადიციულად, ბანალური ტექსტით რომ დავიწყო ახლა პირველი პოსტის წერა, გამოვა ასე:

მე ვარ ნანაკო უსტარაშვილი, 19 წლის. დავამთავრე სკოლა “ალბიონი”, ამჟამად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ ქართული ფილოლოგიის, მეორე კურსის სტუდენტი ვარ.

ზედმეტად ემოციური ვიყავი ნებისმიერი საკითხის მიმართ ყოველთვის და ეს თვისება, ალბათ, ასე მარტივად ვერ ტოვებს ადამიანს; განვლილი 19 წელი სულ მეგონა, რომ ჩემ გარშემო ადამიანებიც ასეთები უნდა ყოფილიყვნენ აუცილებლად, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, პირველი “სერიოზული” იმედგაცრუება სწორედ ეს იყო.

სტუდენტის ცხოვრება მაინც სხვანაირია. შენდაუნებურად, ბევრ რაღაცას სხვა თვალით უნდა შეხედო, თუ გინდა, რომ ამ სიახლეებმა უფრო მძაფრ ემოციურობაში არ გადაგაგდოს. მერე ეგ “სხვა თვალი” გიადვილებს იმ მრავალფეროვან ადამიანებთან ურთიერთობას, რაც სტუდენტურ ცხოვრებას აუცილებლად ახლავს თან. ადამიანური ურთიერთობები არის ის, რის გარეშეც ვერც ერთი წუთი ვერ წარმომიდგენია. ეგ მგონია ამქვეყნად ყველაზე საინტერესო რამ. ნებისმიერი ურთიერთობა რაღაც კონკრეტულს გვმატებს, ხოლო მაგ ყველაფერს ერთი ძირითადი აერთიანებს – აი, გამოცდილებას რასაც ვუწოდებთ. ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია  ცხოვრებაში, მაგრამ სიტყვა “გამოცდილიება” მიმაჩნია, რომ ყველასთვის თუ არა, უმეტესობისთვის მაინც დაახლოებით ერთი და იგივე აზრს ატარებს.


და ბოლოს,

როგორც ოთარ ჭილაძე იტყოდა:

მეც კვლავ მივდივარ, კვლავ მადგას თავზე
ვერაგი ღმერთი მძაფრი განცდების.
და ვივლი, ვივლი… სულ ვივლი ასე,
სანამ საკუთარ თავსაც გავცდები.

5265272acb8cfe489b1630838197cb51